1.პროექტის სახელწოდება:,,ხანძთა და შატბერდი''
2პროექტის მთავარი იდეა[თემა]1-2 წინადადებით:ქართული სიძველისადმი ,,გრძნობა-პატივი''.
3.პროექტის მიზნები/აქტუალურობა:მოსწავლეები შეძლებენ უკეთ გაეცნონ VIII-IX საუკუნეების ქართულ კულტურას;
მოსწავლეები უკეთ შეძლებენ გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის აღქმას.
4.მონაწილეთა ასაკი:მე-3 საფეხური,X კლასი.
5.ვადები/ხანგძლივობა:ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:რუკა,აუდიო და ვიდეო სურათები,კედლის გაზეთი.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:აპარატი,კალამი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,ენციკლობედია.
8.პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]:ინიციატივა;
დასაწყისი-პროექტი დაიწყო და დაიგეგმა.მოსწავლეებს დავყოფ 8-8 კაციან ჯგუფებად.1-ლ ჯგუფს ვთხოვ,შეაგროვოს ინფორმაცია ა]რომელ მხარეში მდებარეობს;
ბ]ამ ძეგლის გარდა,ახლომახლო კიდევ რისი ნახვა შეუძლია მოგზაურს;
რას წარმოადგენს თვით ძეგლი:რომელ საუკუნეშია აგებული?ვინ არიან მაშენებლები?რა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კულტურის ისტორიაში?როგორია ძეგლის არქიტექტურა?როგორი იყო ადრე და როგორ არის დღეს შემორჩენილი.
მე-2 ჯგუფს ვთხოვ,შეისწავლოს მე-8 -მე-9 საუკუნეების საქართველოს ისტორია[ყურადღება გაამახვილონ ტერიტორიებზე]აღნიშნონ რუკაზე საიდან სანამდე გადიოდა საზღვარი და რა გვაქვს დღეს.გამოარკვიონ,როდის დავკარგეთ მოცემული ტერიტორია და რა იყო ამის მიზეზი.
მე-3 ჯგუფს ვთხოვ უზრუნველყოს აუდიო,ვიდეო აპარატურა,ავტობუსი და ექსკურსია.ბოლოს კედლის გაზეთი.
განხორციელება-პროექტი ხორციელდება.
პრეზენტაცია-პროექტის შედეგების წარდგენა.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია.ე.ს.გ.VII-1.6.8.11.
10.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]:ნანა გიორგაძე.
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:NANAGIORGADZE55@GMAIL.COM
12.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.
Комментариев нет:
Отправить комментарий