воскресенье, 13 марта 2016 г.

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

     პროექტის ფარგლებში აქტიურად გამოვიყენე ინტერნეტი.შევქმენი ელექტრონული პორთფოლიო.გავეცანი სხვადასხვა საიტის მისამართს.მუდმივად ვიყენებდი რესურსებს დავალებების შესრულების დროს.წავიკითხე ყველა მოდული და გავიგე თითოეულის დანიშნულების შესახებ.
     შევქმენი პაპკები სხვადასხვა სახელწოდებით.მათში ჩავალაგე შესაბამისი დოკუმენტები. მოვამზადე ბუკლეტი და პრეზენტაცია,მათ შორის მოსწავლის.ჩავსვი ელექტრონული მისამართები გამოყენებულ ლიტერატურაში.სურათები კი აუდიო-ვიდეოში.
     ზოგადად, საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი.მივიღე საკმაო განათლება,რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

        ვისწავლეთ,როგორ ვნახოთ სტანდარტი,რომლის გამოყენებითა და 21-ე საუკუნის უნარების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზანი.მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები ვიპოვეთ რესურსების ჩანართში.იქ ასევე მოცემულია ნიმუშები,რომლებიც გამოვიყენეთ ჩვენს სასარგებლოდ.
      შემდეგ გავეცანით მეორე მოდულს-შეფასება.სხვადასხვა მეთოდები შეფასებისა ვიპოვეთ რესურსში.ვნახეთ შეფასების გეგმები და სტრატეგიები.გავიგეთ,რომ აუცილებელი იყო 5-ვე სტრატეგიის გამოყენება დროში გაწერილი გეგმისთვის.
       რესურსებში ვიპოვეთ მოსწავლეთა მხარდაჭერა.გავეცანით აფრიკულ ვიცი,მინდა ვიცოდე დიაგრამის ნიმუშს,რისი დახმარებითაც ჩამოვაყალიბე შეფასების ფორმები.
       ტრენერმა გამოგვიგზავნა ემაილზე  პრეზენტაციის შაბლონი,რათა შევქმნათ ჩვენი პროექტისათვის პრეზენტაცია.
       მე-3 მოდულ აქტივობა პირველში განვიხილეთ კავშირები.ვნახეთ საძიებო სისტემა,სადაც იყო მისამართები,ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს.
      ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი და შევინახეთ საავტორო უფლებებში.
       ვისწავლეთ საქაღალდის შეკუმშვა,გაგზავნა.

суббота, 13 февраля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

  ამ დღეების ტრენინგმა მასწავლა,როგორ შევქმნა ელექტრონული პორთფოლიო.ვისწავლე ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით.გავეცანი 21-ე საუკუნის უნარებ-ჩვევებს.შევისწავლე პროექტის გეგმის შაბლონის შექმნა და შენახვა.გავეცანი, რა მოთხოვნებია პროექტზე მუშაობისას.ვისწავლე პუბლიკაციების მომზადება და ბუკლეტების შექმნა როგორ ხდება.უკეთ გავიგე პროექტზე დაფუძნებული სწავლების არსი.დავსახე სასწავლო მიზნები.ვიხილე პორთფოლიოს რუბლიკა.მოვიძიე და წავიკითხე ინდივიდუალური კომპიუტერული სცენარები,რომლებიც განთავსებულია რესურსებში.
      შევქმენი ჩემი პროეტის გეგმისა და დიზაინის პირველადი მონახაზი.